სხვა

12:53 | 15.01.2014 | ნანახია [] - ჯერ

გედევანიშვილი და ქართული წყვილი ევროპის ჩემპიონატზე

დღეს, უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში  ფიგურულად მოციგურავეთა ევროპის ჩემპიონატი დაიწყება, რომელშიც მონაწილეობას საქართველოდან ელენე გედევანიშვილი (ქალები), ოთარ ჯაფარიძე და ანგელინა ტელეგინა (სპორტული ცეკვები) მიიღებენ.

ქალებში ფინალურ 24 საუკეთესოში მოსახვედრად სხვადასხვა ქვეყნის 37 მოციგურავე იბრძოლებს. ევროპის ორგზის ბრინჯაოს პრიზიორი (2010, 2012) ელენე გედევანიშვილი მეექვსე ჯგუფის პაექრობებს გახსნის (17:27 საათი).

ელენეს შემდეგ ისრიალებენ ვიქტორია ჰელგენსონი (შვედეთი), ელენა გლებოვა (ესტონეთი), კაროლინა კოსტნერი (იტალია), მაიე ბერენის მეიე (საფრანგეთი) და ადელინა სოტნიკოვა (რუსეთი). შეგახსენებთ, რომ გედევანიშვილმა შარშანდელ კონტინენტის პირველობაზე მე-14 ადგილი დაიკავა.

საღამოს სარბიელი მოცეკვავე წყვილებს დაეთმობა. საკვალიფიკაციო ეტაპზე მოკლე პროგრამით 29 დუეტი ისრიალებს. მათგან 20 საუკეთესო მედლებისთვის ბრძოლას თავისუფალი პროგრამით განაგრძობს.

ოთარ ჯაფარიძე და ანგელინა ტელეგინა მე-14 ნომრით არიან განთესილნი და მე-3 ჯგუფში 22:31 საათიდან ჩაებმებიან პაექრობაში. ოთარს და ანგელინას შარშანდელ ჩემპიონატზე დებიუტი ჰქონდათ და მე-20 ადგილზე გავიდნენ.

 

ევროპის ჩემპიონატის პროგრამა

15 იანვარი

13:30 საათი. (თბილისის დრო). ქალები (მოკლე პროგრამა)

20.30. მოცეკვავე წყვილები (მოკლე პროგრამა)

 

16 იანვარი

14:45. ვაჟები (მოკლე პროგრამა)

21.25. მოცეკვავე წყვილები (თავისუფალი პროგრამა)

 

17 იანვარი

16:30. წყვილები (მოკლე პროგრამა)

20.50. ქალები (თავისუფალი პროგრამა)

 

18 იანვარი

15:05. ვაჟები (თავისუფალი პროგრამა)

 

19 იანვარი

14:00. წყვილები (თავისუფალი პროგრამა)

0.124047