La Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციი, ცნობილი იტალიელი სპეციალისტი ჯოვანი ტრაპატონი სამწვრთნელო საქმიანობას უბრუნდება და კოტ დ’ივუარის ნაკრებს ჩაიბარებს.
იტალიელი ჟურნალისტების ცნობით, 74 წლის ტრაპატონიმ აფრიკელებთან 4-წლიანი კონტრაქტი უკვე გააფორმა. მისი თანაშემწე მარკო ტარდელი იქნება.
ჯოვანი ტრაპატონიმ მწვრთნელობა გასული საუკინის 70-იან წლებში დაიწყო. მას არაერთ კლუბში უმუშავია. რაც შეეხება ნაკრებებს – 2000-04 წლებში ის იტალიის, ხოლო 2008-2013 წლებში ირლანდიის ეროვნულ გუნდს წვრთნიდა. 2013 წლის სექტემბრის შემდეგ, ტრაპატონი უმუშევარი იყო.