ფეხბურთი

23:41 | 7.04.2013 | ნანახია [] - ჯერ

“გაზა” შინ დაბრუნდა

“ლივერპული” უტევდა, კარგად თამაშობდა, სამხრეთამერიკელები - სუარესი და კოუტინიო ძალიან სახიფათოდ ირჯებოდნენ, კაპიტანი ჯერარდიც ჩვეულად ყოჩაღად ბურთაობდა, მაგრამ, როგორც წლეულს მივეჩვიეთ, “წითლებმა” ვერ გაიტანეს, თუმცა არც საკუთარ კარში გაუშვიათ ბურთი. მეორე ტაიმში ბრენდან როჯერსის შეგირდებმა სტუმრებს ნამდვილი ჯოჯოხეთი მოუწყეს, ფინელი მეკარე იუსი იასკელაინენის კარისკენ ყველა დისტანციიდან ურტყამდნენ, მაგრამ…

Eეს ტურის ადრეული შეხვედრა იყო. მერე უბეილო “ტოტენჰემმა” ფხა გამოიჩინა და დაამტკიცა, რომ არც უელსელის გარეშე არიან ჯაბანნი. ჯერ 15 წუთიც არ იყო გასული, რომ ტაბლოზე უკვე 1:1 ენთო. პირველი “დეზების” ტოგოელმა ემანუელ ადებაიორმა შეაგდო, მალევე ევერტონელთა ფილ იაგიელკამ გაათანაბრა. შესვენების შემდეგ მეტოქეებმა თითო გოლი კიდევ გაცვალეს და საბოლოოდ 2:2 ითამაშეს. მაგრამ ამ ისტორიის ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტი ის იყო, რომ ტრიბუნაზე “ტოტენჰემის” ლეგენდა, პოლ გასკოინი იჯდა. კაცი, რომელიც სულ ახლახან დაბრუნდა ამერიკული კლინიკიდან, სადაც ალკოჰოლიზმისგან მკურნალობდა. “გაზა” ისევ წასასვლელია სამკურნალოდ, მაგრამ კვირას “უაით ჰარტ ლეინზე” იჯდა და თავისიანებს ამხნევებდა.

“ჩელსი” – “სანდერლენდის” მატჩიც თავისებური გამოდგა. თამაშის წინ ინგლისურ მედიაში ბევრს წერდნენ “სანდერლენდის” ახალდანიშნულ მწვრთნელ, იტალიელ პაოლო დი კანიოზე, რომელიც თავის დროზე პრემიერლიგის ერთ-ერთი ყველაზე სკანდალური ფეხბურთელი გახლდათ და სამწვრთნელო ასპარეზზეც იმავეს უწინასწარმეტყველებენ. რა და როგორ იქნება, არავინ იცის, მაგრამ ამ მატჩში 2 ავტოგოლი დაფიქსირდა და ეს უკვე უცნაურია. გამარჯვებისა სერბმა ბრანისლავ ივანოვიჩმა გაიტანა და “ჩელსი” ისევ მე-3 ადგიზე დადგა.

“ნიუკასლმა” “ფულემს” მსაჯის მიერ წამატებულ მე-3 წუთზე, სენეგალელი პაპის დემბა სისეს გოლით მოუგო, ხოლო აუტსაიდერების - “ქუინზ პარკისა” და “უიგანის” მატჩი ფრედ დამთავრდა.

ორშაბათს კი ტურის მთავარი მატჩია, მანჩესტერული დერბი: “იუნაიტედი” – “სიტი.”

 

ლივერპული – ვესტ ჰემი 0:0

ლივერპული. “ენფილდი.” 45 007

ლივერპული: რეინა, კარაგერი, ჯონსონი, აგერი, ხოსე ენრიკე, დაუნინგი (სტარიჯი 25), ჯერარდი, ლუკას ლეივა, ჰენდერსონი (ასაიდი 71), ფილიპე კოუტინიო, სუარესი

მწვრთნელი: ბრენდან როჯერსი

ვესტ ჰემი: იასკელაინენი, დემელი, ო’ბრაიენი, კოლინზი, ტომკინსი (პოგატეცი 83), ნოლანი (ტეილორი 62), ო’ნილი, ჯერვისი, დიამე, ვაჟ ტე (კოლისონი 63), კოული

მწვრთნელი: სემ ელარდაისი

გაფრთხილება: ო’ბრაიენი (85)

მსაჯი: ენტონი ტეილორი

ბურთის ფლობა: 59%-41%, დარტყმა: 12(7)-4(6), ჯარიმა: 8-4, თამაშგარე: 4-0, სეივი: 4-9,  კუთხური: 12-2

 

ტოტენჰემი – ევერტონი 2:2 (1:1)

ლონდონი. “უაით ჰარტ ლეინი.” 36 192

ტოტენჰემი: ლორისი, ვერტონგენი, დოუსონი, უოლკერი, კოლკერი, დემპსი, დემბელე (ჰადლსტოუნი 75), პარკერი (ტომ კეროლი 88), ჰოლტბი, სიგურდსონი, ადებაიორი

მწვრთნელი: ანდრე ვილაშ-ბოაში

ევერტონი: ჰოვარდი, ჰეიტინგა, იაგიელკა, ბეინსი, დისტინი, ოსმანი, კოულმენი, გიბსონი, ბარკლი (იელავიჩი 52), მირალასი (ნეისმიტი 86), ანიჩებე

მწვრთნელი: დევიდ მოიესი

გოლები: 1:0 ადებაიორი (1), 1:1 იაგიელკა (15), 1:2 მირალასი (53), 2:2 სიგურდსონი (87)

გაფრთხილება: დემპსი (84); მირალასი (82)

მსაჯი: ანდრე მარინერი

ბურთის ფლობა: 56%-44%, დარტყმა: 9(9)-5(4), ჯარიმა: 13-8, თამაშგარე: 3-2, სეივი: 2-5,  კუთხური: 7-6

 

ჩელსი – სანდერლენდი 2:1 (0:1)

ლონდონი. “სტემფორდ ბრიჯი.” 41 500

ჩელსი: ჩეხი, ივანოვიჩი, დავიდ ლუისი, ასპილიკეტა, ბერტრანი, ობი მიკელი, რამირესი, აზარი (ბენაიუნი 85), ოსაკარი, ბა (ფერნანდო ტორესი 46), მატა (ლამპარდი 89)

მწვრთნელი: რაფაელ ბენიტესი

სანდერლენდი: მინოლე, ო’ში, ბერდსლი, კილგალონი, სესენონი, გარდნერი (კოლბექი 82), ჯონსონი, ლარსონი (მაკლინი 71), როუზი, ნ’დიაიე, უიკჰემი

მწვრთნელი: პაოლო დი კანიო

გოლი: 0:1 ასპილიკეტა (ს.კ. 45), 1:1 კილგალონი (ს.კ. 47), 2:1 ივანოვიჩი (55)

გაფრთხილება: გარდნერი (25), როუზი (62)

მსაჯი: ნილ სუორბრიკი

ბურთის ფლობა: 54%-46%, დარტყმა: 7(7)-3(4), ჯარიმა: 9-15, თამაშგარე: 3:0, სეივი: 0-3, კუთხური: 8-5

 

ნიუკასლი – ფულემი 1:0 (0:0)

ნიუკასლი. “სენტ ჯეიმსის პარკი.” 51 847

ნიუკასლი: კრული, ტეილორი, სიმპსონი (კემპბელი 81), იანგა-მბივა, სანტონი (ანიტა 17), მავრო, კაბაიე, გუტიერესი, სისოკო, გუფრანი (შოლა ამეობი 69), სისე

მწვრთნელი: ალან პარდიუ

ფულემი: შვარცერი, სენდეროსი, რიისე, ჰანგელანდი, რითერი, მანოლოვი (როდალეგა 81), დაფი, კარაგუნისი, ენო (ფრიმპონგი 50), ბერბატოვი, რუისი

მწვრთნელი: მარტინ იოლი

გოლი: 1:0 სისე (90+3)

გაფრთხილება: სისოკო (47), სისე (90+4); სენდეროსი (50), რიისე (90)

მსაჯი: კევინ ფრენდი

ბურთის ფლობა: 51%-41%, დარტყმა: 10(10)-3(2), ჯარიმა: 14-11, თამაშგარე: 4-0, სეივი: 2-9,  კუთხური: 10-3

 

ქპრ – უიგანი 1:1 (0:0)

ლონდონი. “ლოფტუს როუდი.” 16 658

ქპრ: ჟულიო სეზარი, სამბა, ბოსინგვა, ტრაორე (ონუოჰა 46), ჰილი, ჯენასი, მ’ბია, თაუნსენდი, ზამორა, რემი (მაკი 89), ჰოილეტი (ტაარაბტი 56)

მწვრთნელი: ჰარი რედნაპი

უიგანი: ხოელი, ბოისი, ფიგეროა (ესპინოზა 88), ალკარასი, შარნერი, ხორდი გომესი, ბოსეჟური (მაკარტური 61), მაკარტი, მელონი, კონე, მაკმანამნი (დი სანტო 67)

მწვრთნელი: რობერტო მარტინესი

გოლები: 1:0 რემი (85), 1:1 მელონი (90+4)

გაფრთხილება: რემი (54), სამბა (83); მაკარტი (38), ალკარასი (82), ფიგეროა (88)

გაძევება: ზამორა (21)

მსაჯი: ფილიპ დოუდი

ბურთის ფლობა: 41%-59%, დარტყმა: 2(4)-10(6), ჯარიმა: 9-12, თამაშგარე: 3-2, სეივი: 9-2, კუთხური: 2-10

0.184619