თამაშგარე

11:09 | 21.08.2012 | ნანახია [] - ჯერ

გახდება ჟოზე მშვიდობის ელჩი?

ესპანური მადრიდის ”რეალის” პორტუგალიელი მწვრთნელი, ჟოზე მოურინიო, შეიძლება გაეროს მშვიდობის ელჩი გახდეს. ამის შესახებ, უჟმურ პორტუგალიელს თხოვნა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ხელმძღვანელობამ უკვე გაუგზავნა. 

ჯერ უცნობია, რა პასუხს გასცემს სეუ ჟოზე ასეთ ნაკლებად მომგებიან შეთავაზებაზე. თუმცა, აქ მხოლოდ ფინანსური სარგებელიც არაა გადამწყვეტი. საქმე იმაშია, რომ მოურინიუს სამუშაო გრაფიკი ზედმეტად არის გადატვირთული და საეჭვოა, რომ გაეროს მშვიდობის ელჩობისათვის დრო გამონახოს.
უნდა ითქვას, რომ გაეროს მშვიდობის ელჩად როგორც წესი ფეხბურთელებს (ძირითადად ვეტერან ფეხბურთელებს) უფრო ირჩევენ ხოლმე, ვიდრე მოქმედ მწვრეთნელებს. საინტერესოა, ვის მოუვიდა აზრად ჟოზეს კანდიდატურის დაყენება. მით უმეტეს, როცა ამ კაცის ერთობ უცნაური ხასიათი საქვეყნოდაა ცნობილი.
 
0.288655