ფეხბურთი

18:11 | 26.02.2013 | ნანახია [] - ჯერ

გავაშელიშვილის “იმედის გოლი”

ორივე გუნდი გაზაფხულიდან ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის ქვედა ექვსეულში იასპარეზებს და თუ ბათუმელთათვის ეს კანონზომიერია, რადგან მთელი პირველი ეტაპის განმავლობაში ერთობ არასტაბილურად თამაშობდნენ, რუსთაველათვის, რომლებიც შარშან ცნობილი მოვლენების გამო, ჩემპიონები გახდნენ და ვერც გახდნენ, ცოტა მოულოდნელი იყო. ეგ არის, შემოდგომაზე სტაბილურობით ვერც ისინი დაიკვეხნიდნდნ. თუმცა თასს თავისი სპეციფიკა აქვს და ქობულეთში მასპინძლები მართლაც მასპინძლობდნენ. ბათუმელები მთელი მატჩის განმავლობაში ფლობდნენ ტერიტორიულ უპირატესობას და რამდენიმე სახიფათო მომენტიც შექმნეს, რომელთაგან 2 გოლად აქციეს. რუსთაველებმა კი ფაქტობრივად, ერთხელ დაარტყეს მასპინძელთა კარისკენ და გაიტანეს. ეს ბურთი, საპასუხო მატჩისთვის, შესაძლოა, ძალიან მნიშვნელოვანი გამოდგეს.
დინამო (ბთ) – მეტალურგი 2:1 (1:0)
ქობულეთი. “ჩელე არენა”
დინამო (ბთ): პიცანი, ფარტენაძე, ტყეშელაშვილი, ჟვანია, გაბუნია, ლობჟანიძე, გურული (კიკნაველიძე 80), მუჯირი, კოშკაძე (მახარაძე 80), მაკარიანი (გოგიტიძე 90), ჩიმაკაძე
მწვრთნელი: გია გურული
მეტალურგი: ბათიაშვილი, ჯაფარიძე, გავაშელიშვილი, ინწკირველი, სუხიაშვილი, ხაბელაშვილი, გეწაძე, რაზმაძე, ქავთარაძე, ახალკაცი, სიხარულიძე (სასტარტო შემადგენლობა)
მწვრთნელი: გიორგი ყიფიანი
გოლები: 1:0 ჩიმაკაძე (45+1), 2:0 მუჯირი (47), 2:1 გავაშელიშვილი (48)

 

დავით კახიძის ფოტო 

0.165804