კალათბურთი

16:17 | 1.05.2014 | ნანახია [] - ჯერ

გაუდლოკი ევროთასის საუკეთესო კალათბურთელად აღიარეს

 

ყაზანის “უნიქსის” მცველი ენდრიუ გაუდლოკი ევროთასის 2013-14 წლების სეზონის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს. აღნიშნულის შესახებ ტურნირის ოფიციალური ვებ-გვერდი იტყობინება.

ამერიკელმა კალათბურთელმა ევროპაში პირველი სეზონი ჩაატარა, ყაზანელთა 22 მატჩიდან 21 სასტარტო ხუთეულში გახლდათ და ყველა შეხვედრაში მინიმუმ 10 ქულას აგროვებდა. შედეგად, ენდრიუს საშუალო მაჩვენებელმა 19.1 ქულას უწია და ეს, ევროთასზე მე-4 მაჩვენებელი იყო.

ტურნირის პლეი ოფში გაუდლოკის საშუალო მონაგარი 22.0 ქულა და 18.8 ქულა გახლდათ.

მანამდე, ამერიკელი მცველი ევროთასის სიმბოლურ ხუთეულში მოხვდა, “უნიქსისვე” თავკაცი ანდრეა ტრინკიერი კი სეზონის საუკეთესო მწვრთნელად დაასახელეს.

შეგახსენებთ, რომ ევროთასის ფინალი დღეს საღამოს გახლავთ დაგეგმილი და მასში ყაზანელები ესპანურ “ვალენსიას” გაეჯიბრებიან.

0.117338