ფეხბურთი

13:23 | 19.03.2013 | ნანახია [] - ჯერ

გატუზო “მილანის” წინააღმდეგ ითამაშებს

შვეიცარიული “სიონი” იტალიურ “მილანთან” ამხანაგურ მატჩს პარასკევს გამართავს. ამგვარად, შვეიცარიელთა მოთამაშე-მწვრთნელ ჯენარო გატუზოს თავისი ყოფილი კლუბის წინააღმდეგ მოუწევს თამაში.

“სიონის” ოფიციალური საიტი ადასტურებს, რომ მატჩი პარასკევს, მილანში ჩატარდება. მასში მონაწილეობას ის ფეხბურთელები მიიღებენ, რომლებიც სანაკრებო პაუზის დროს კლუბის განკარგულებაში დარჩნენ.

შეგახსენებთ, რომ 35 წლის გატუზომ “მილანი” 2012 წლის ზაფხულში დატოვა და მას შემდეგ “სიონში” ასპარეზობს.

 

0.115505