ესპანელი კალათბურთელი პაუ გასოლი კარიერას ”ჩიკაგო ბულსში” გააგრძელებს. გასოლმა, რომელიც თავისუფალი აგენტის სტატუსით სარგებლობდა, შესაბამისი განცხადება “ტვიტერის” გვერდზე გააკეთა.
“ეს იოლი არ ყოფილა. ხანგრძლივი ფიქრის შემდეგ, “ჩიკაგო” ვარჩიე. მოხარული ვარ, რომ ჩემს კარიერაში ახალი ერა იწყება”, - აღნიშნა პაუმ.
შეგახსენებთ, რომ გასოლმა უკანასკნელი 7 სეზონი “ლოს ანჟელეს ლეიკერსში” გაატარა.
თავის მხრივ, “ვაშინგტონ უიზარდსთან” გააფორმა კონტრაქტი კიდევ ერთმა ვეტერანმა კალათბურთელმა პოლ პირსმა. იგი დედაქალაქური გუნდის ღირსებას 2 წლის განმავლობაში დაიცავს და 11 მილიონ დოლარს მიიღებს.
პირსმა, რომელსაც ოქტომბერში 37 წელი უსრულდება, კარიერის საწყისი 15 წელი “ბოსტონ სელტიქსში” გაატარა, გასულ ზაფხულს კი კევინ გარნეტთან ერთად “ბრუკლინ ნეთსში” გადაბარგდა.
ბრუკლინელთა მაისურით პოლმა 75 მატჩი ჩაატარა და საშუალოდ 13.5 ქულას, 4.6 მოხსნას და 2.4 პასს აგროვებდა.