51 წლის გერმანელმა ფეხბურთის მწვრთნელმა ლოტარ მათეუსმა ბულგარეთის ნაკრებში მუშაობა, საკუთარი ცხოვრების, ყველაზე დიდ შეცდომად აღიარა.
“ჩემი ბულგარეთის ნაკრებში მუშაობისას, ბევრი უსიამოვნო ფაქტი მოხდა. მაგალითად, 2011 წლის აგვისტოში, ბელარუსთან დამარცხების შემდეგ, ფეხბურთელებმა დღის წესრიგი დაარღვიეს. თუმცა, ამის გამო, არ დასჯილან, რადგან ბულგარეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის, ბორისლავ მიხაილოვის დაცვის ქვეშ იმყოფებიან”, - განაცხადა მატეუსმა.
ცნობილი ფეხბურთელის თქმით, ბულგარელი ფეხბურთის მაღალჩინოსნები, სპორტსმენების არასპორტულ ცხოვრების წესს, მშვიდად უყურებდნენ. “სწორედ ამიტომ, აძლევდნენ თავს უფლებას ბარებში დაელიათ და მნიშვნელოვანი მატჩების წინ, ქალებთან გაევლოთ. ამგვარი ფაქტების შემდეგ, იველინ პოპოვისა და სხვა “დამნაშავეების” გუნდიდან გაძევება მინდოდა, მაგრამ ნება არ დამრთეს. დღემდე, ფედერაციას კონტრაქტით გათვალისწინებული, ჩემი ფული მართებს, - აგრძელებს მათეუსი. – ცხადია, რომ ბულგარეთის ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელებისთვის დოკუმენტები, არაფერს ნიშნავს. არ მესმის, როგორ შეიძლება მიხაილოვი უეფა-ს კომიტეტის წევრი იყოს? ბულგარეთის ნაკრებში მუშაობას, საკუთარი ცხოვრების, ყველაზე დიდ შეცდომად მივიჩნევ”.