იტალიური “რომას” ფრანგმა დამრიგებელმა, რუდი გარსიამ კლუბთან კონტრაქტი 3 წლით გაახანგრძლივა.
გარსიამ “რომა” 2013 წლის ზაფხულში ჩაიბარა და გუნდი, რომელიც ბოლო 2 წლის განმავლობაში ევროტურნირზე ვერ გადიოდა, მე-2 ადგილზე გაიყვანა.
წარმატებული სეზონის მიუხედავად, იყო იმის ალბათობა, რომ გარსიას 2015 წლამდე მოქმედი კონტრაქტი არ გაეხანგრძლივებინა. თუმცა, “რომას” ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, მხარეებმა შეთანხმებას მიაღწიეს და ფრანგმა სპეციალისტმა იტალიურ გუნდს თავისი მომავალი 2018 წლამდე დაუკავშირა.