ინგლისის ეროვნული ნაკრების ერთ-ერთი მწვრთნელი გარი ნევილი პრემიერლიგაში ბრიტანელ ფეხბურთელებთან დაკავშირებით შექმნილი სიტუაციით შეშფოთებულია.
Sky Sports-ისთვის მიცემულ ინტერვიუში მან მიმდინარე ზაფხულის სატრანსფერო სეზონი შეაფასა და ლეგიონერებთან დაკავშირებით ლიმიტის დაწესების ინიციატივით გამოვიდა.
“ცოტა ხნის წინ იმ ფეხბურთელთა სიას გადავხედე, რომლებიც მიმდინარე ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში ინგლისის პრემიერლიგის კლუბებმა შეიძინეს. აქამდე მჯეროდა, რომ ფეხბურთში კარგად ვიყავი ჩახედული, მაგრამ აღმოჩნდა, რომ შეძენილი მოთამაშეთა 50-60 პროცენტის შესახებ აქამდე არც კი მსმენია. რაღა თქმა უნდა, ხშირად ინგლისური კლუბები მართლაც უძლიერეს მწვრთნელებსა და ფეხბურთელებს იწვევენ, მაგრამ ჯერ კიდევ შარშან ვამბობდი, რომ დიდი ხანია გარკვეულ ზღვარს გადავცდით.
ჩვენი მიზანი ბრიტანელი ფეხბურთელების დაცვა უნდა იყოს. ჩემ დროს მკაცრად იყო განსაზღვრული იმ ფეხბურთელთა რაოდენობა, რომელთაც ინგლისურ კლუბებში გადასვლა შეეძლოთ და ამით ადგილობრივი ფეხბურთელები უფრო მეტ შანსს იღებდნენ. ახლა რაღაცით უნდა დავიწყოთ, თუნდაც იმით, რომ ყველა კლუბი დავავლდებულოთ მოედანზე სამი, ან ოთხი ბრიტანელი მოთამაშე ყავდეს. საფეხბურთო კრიერას ახლა რომ ვიწყებდე, ვფიქრობ, პროფესიულ ფეხბურთში დამკვიდრების გაცილებით მცირე შანსი მექნებოდა, ვიდრე 20 წლის მქონდა” – განაცხადა გარი ნევილმა.