თამაშგარე

10:12 | 7.03.2014 | ნანახია [] - ჯერ

გარი მაისურებს დაჰკანკალებს

ვეტერანმა ინგლისელმა ფეხბურთელმა, გარი ნევილმა ამასწინათ ერთ-ერთი სოციალური ქსელის საშუალებით იმ მაისურების ფოტოკოლექცია გამოაქვეყნა, რომლებიც მას ფეხბურთელობის დროს სხვადახვა ცნობილმა ფეხბურთელებმა თამაშის შემდეგ გაუცვალეს.

როგორც ნევილი ირწმუნება, მაისურების ფოტოების გამოქვეყნების მიზანი სულაც არაა ამ უნიკალური კოლექციის გაყიდვის სურვილი. როგორც ჩანს, ფეხბურთელმა უბრალოდ ცოტა “გაიმარიაჟა“ ასეთი საინტერესიო კოლექციით და სულაც არ სურს ამ მაისურებით ფულის გაკეთება.

სხვათა შორის, გარი ნევილმა თავის ინტერნეტის სოციალური ქსელის გვერდზე ისიც დაწერა, რომ ზემოთაღნიშნული კოლექცია მის სახლში სულაც არ ინახება, რადგან ქურდების ეშინია და ეს მაისურები ერთ-ერთ ბანკის საცავს მიანდო შესანახად.

0.114378