“ევერტონის” ხელმძღვანელობამ “მანჩესტერ სიტისგან” ვეტერანი გარეტ ბერის სატრანსფერო უფლებები გამოისყიდა. ამ ინფორმაციას მერსისაიდელები ოფიციალურად ადასტურებენ.
გასულ სეზონში, 33 წლის ინგლისელი ლივერპულელთა შემადგენლობაში იჯარით თამაშობდა. “ევერტონმა” მისი შენარჩუნება გადაწყვიტა და ნახევარმცველს 3-წლიანი კონტრაქტი გაუფორმა.
ცნობისათვის, “ევერტონის” შემადგენლობაში, ბერიმ 37 მატჩი ჩაატარა და 3 გოლის ავტორი გახდა.