ფეხბურთი

11:56 | 19.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

გარეთ ბეილი “ტოტენჰემში” რჩება

 

ლონდონის “ტოტენჰემის” ხელმძღვანელობა მაქსიმუმს აკეთებს, რათა გუნდის უელსელი ლიდერი გარეთ ბეილი შეინარჩუნოს და პრაქტიკულად გადაწყვეტილი ამბავია, რომ 24 წლის ფეხბურთელი მომავალ სეზონსაც “მამლების” შემადგენლობაში დაიწყებს.

მიუხედავად იმისა, რომ გარეთის მიმართ ინტერესს მადრიდის “რეალი” და “მანჩესტერ იუნაიტედი” იჩენდნენ და სოლიდურ თანხასაც იხდიდნენ, ლონდონელებმა მყარად გადაწყვიტეს მისი შენარჩუნება და ყველა წინადადება უარყვეს, მერე კი, ბეილს კლუბში დარჩენის სანაცვლოდ ხელფასის გაორმაგება შესთავაზეს.

The Thelegraph-ის ცნობით, მანჩესტერელები მზად იყვნენ, ამ ტრანსფერის სანაცვლოდ 60 მილიონი გირვანქა სტერლინგი გადაეხადათ, მაგრამ “ტოტენჰემის” დაყოლიება მაინც ვერ მოახერხეს. ამასთან, ლონდონელებმა “რეალის” ხელმძღვანელობას აცნობეს, რომ უელსელის შეძენის მცდელობისას ისინი უბრალოდ დროს კარგავდნენ. გუნდში იმედოვნებენ, რომ გარეთის დახმარებით ისინი ჩემპიონთა ლიგის საგზურს მოიპოვებენ.

0.114022