სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
ფეხბურთი

14:23 | 5.01.2014 | ნანახია [] - ჯერ

გარდაიცვალა ლეგენდარული ეუსებიო

71 წლის ასაკში გარდაიცვალა ლეგენდარული პორტუგალიელი ფეხბურთელი ეუსებიო. პორტუგალიის ყველა დროის საუკეთესო თავდამსხმელს გულის პრობლემები ჰქონდა, ოპერაციაც გაიკეთა, თუმცა ამჯერად უკვე ვეღარაფერმა უშველა.

მოზამბიკური წარმოშობის ეუსებიოს ორი მეტსახელი ჰქონდა: “შავი პანტერა” და “შავი მარგალიტი”. მან კარიერის ბოლოს რამდენიმე კლუბში ითამაშა, თუმცა მაინც შეიძლება ითქვას, რომ “ბენფიკაში” გაატარა თითქმის მთელი კარიერა – 15 წელი. შედეგიანობა, უბრალოდ, არანორმალურია: “ბენფიკაში” 301 მატჩში 317 გოლი მიითვალა.

ეუსებიოს პორტუგალიის ნაკრებში 64 მატჩი ჩაუტარებია და 41 გოლი გაუტანია. ფანტასტიკურად ითამაშა 1966 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე, სადაც საუკეთესო ბომბარდირი გახდა 9 გატანილი ბურთით, ხოლო პორტუგალია მესამე ადგილზე გავიდა. 

ტიტულები:  პორტუგალიის 11-გზის ჩემპიონი, თასის 5-გზის მფლობელი, ჩემპიონთა თასის მფლობელი 1961 და 1962 წლებში, ფინალისტი 1963, 1965 და 1968 წლებში. ოქროს ბურთის მფლობელი 1965 წელს, პორტუგალიის ჩემპიონატის 7-გზის საუკეთესო ბომბარდირი, “ოქროს ბუცის” მფლობელი 1968 და 1973 წლებში.

კიდევ არაერთი ინდივიდუალური ტიტულია ეუსებიოს აქტივში. ამასთან, “შავი პანტერა” World soccer-ის ვერსიით, მე-20 საუკუნის საუკეთესო ფეხბურთელთა შორის მეათე ადგილზეა.

მსოფლიო ფეხბურთმა, ეუსებიოს სახით დიდი დანაკლისი განიცადა. ის არ გახლდათ რთული და კონფლიქტური პიროვნება, ყველას უყვარდა და დიდ პატივს სცემდნენ.

თეგებიეუსებიო
სარეკლამო ადგილი - 26
250 x 500
0.143441