2014 წლის ბრაზილიის საფეხბურთო მუნდიალზე, რუსეთის ნაკრების უსუსურმა თამაშმა რუსი გულშემატკივრები ძალიან გაანაწყენა.
მათი ნაწილი, რუსეთის ფეხბურთის კავშირის შენობასთან ყოველდღე მიდის და პროტესტის ნიშნად შენობას პრეზერვატივებს ესვრის. იმედგაცრუებული ახალგაზრდები ორგანიზაციის პრეზიდენტ ნიკოლაი ტოლსტიხის გადადგომას ითხოვენ.
საეჭვოა ეს მოთხოვნა გულშემატკივრებს ვინმემ შეუსრულოს, მაგრამ იმას კი ავღნიშნავთ, რომ კარგად გვესმის მათი, რადგან რუსეთის ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე რბილად რომ ვთქვათ ნამდვილი რუსული ფეხბურთი ითამაშა.