ფეხბურთი

11:21 | 12.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

განამ აპია დაითხოვა

როგორც ghanasoccernet.com იტყობინება, განის ფეხბურთის ფედერაციამ, ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ჯეიმს კვესი აპია დაითხოვა.

ეს, მას შემდეგ მოხდა, რაც აფრიკის 2015 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩში, განამ ტოგო სტუმრად 3:2 დაამარცხა.

ბრაზილიაში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე, აფრიკელები ჯგუფში ბოლო ადგილზე გავიდნენ და მიუხედავად ამისა, აპიას მუნდიალზე ასპარეზობა წარმატებულად შეფასდა.

განის ფეხბურთის ფედერაციამ, მთავარი მწვრთნელი მუნდიალის დასრულებისთანავე არ გაანთავისუფლა. როგორც ჩანს, განელებს აპიას დამოძღვრილი ნაკრების საკვალიფიკაციო ეტაპზე გამოსვლა არ მოეწონათ და გადაწყვეტილება უმალვე მიიღეს.

გავრცელებული ინფორმაციით, განის ნაკრების მთავარი მწვრთნელობის პოსტი, შესაძლოა, მილოვან რაიევაჩმა ჩაიბაროს. სერბი სპეციალისტი განელებს 2008 წლის აგვისტოდან 2010 წლის ივლისამდეც თავკაცობდა.

გიორგი ბალახაძე

0.117312