სამუელ ეტოოს მეუღლე, ჟორჟეტა ეტოო, შესაძლებელია დეტექტური ჟანრის ფილმში გადაიღონ. ჟორჟეტას აქამდე მსახიობობა არასოდეს უცდია და აქედანვე ცხადია, რომ ეტოოს მეუღლის კინოდებიუტი საინტერესო და განსაკუთრებულად ორიგინალური შეიძლება გამოდგეს.
ერთ-ერთმა ბრიტანულმა კინოსტუდიამ ჟირჟეტა ეტოოს ფილმში მიწვევა მას შემდეგ გადაწყვიტა, როდესაც ბრიტანულ ტაბლოიდ “სანში“ ჟორჟეტას ინტერვიუ გამოქვეყნდა, სადაც ეს უკანასკნელი ამბობს, რომ მისი ბავშვობის ოცნება მსახიობობა იყო და გული სწყდებოდა, რომ ეს ოცნება ვერ აისრულა.
რამდენად გაართმევს თავს ცნობილი გოლეადორის თანამესაყდრე გამომძიებელი ქალის როლის შესრულების რთულ საქმეს - ამას სულ მალე ვნახავთ. ისე კი, მუქკანიანი გამომძიებელი ქალი ევროპულ კინოში საკმაოდ ახალი და განხვავებული სახე უნდა იყოს.