ფეხბურთი

16:31 | 17.09.2013 | ნანახია [] - ჯერ

გამოჯანმრთელებული ძალამიძის პირველი ოფიციალური

 

ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, პოლონეთის “იაგელონიას” შემტევმა ნახევარმცველმა ნიკა ძალამიძემ, პირველი ოფიციალური მატჩი ჩაატარა.

21 წლის ქართველმა ნახევარმცველმა, პოლონეთის მე-3 ლიგაში, “იაგელონია II”-ის შემადგენლობაში “ტურთან” წაგებულ (0:2) მატჩში ითამაშა. ძალამიძე სასტარტო შემადგენლობაში არ იყო და თამაშში 55-ე წუთზე ჩაერთო.

განვლილი შეხვედრა სრულად ჩაატარა “იაგელონიას” კიდევ ერთმა ქართველმა ლეგიონერმა, გიორგი ფოფხაძემ.

 

0.115992