ფეხბურთი

21:13 | 26.05.2014 | ნანახია [] - ჯერ

გამოაცხადეთ, რომ 16-გუნდიანია

უკვე ცნობილია, რომ მომდევნო სეზონში საქართველოს ჩემპიონატის უმაღლესი ლიგა 16-გუნდიანი იქნება. ადრე თუ მერყეობდნენ, ახლა თითქმის ყველა კლუბის ხელმძღვანელი თუ მწვრთნელი პრივატულ საუბარში ამბობს - გადაწყდა, 16-გუნდიანიაო. უბრალოდ, არ სურთ ამის მასმედიასთან გახმაურება, რადგან მათ კომპეტენციაში არ შედის.

კი მაგრამ, ვის კომპეტენციაშიც შედის, მათთვის წინ რა უდგას ამ ყველაფრის გამოცხადებას?

12 გუნდი, რომელმაც წინა სეზონში ითამაშა და ამას დამატებული 4 კლუბი პირველი ლიგიდან: "შუქურა", "კოლხეთი" (ფოთი), "სამტრედია" და "დინამო" (ბათუმი). პლეი იფი აღარ იქნება. 

ლიცენზირებას რაც შეეხება, ესეც მოგვარდება. უმაღლეს ლიგაში სათამაშოდ, სულაც არაა აუცილებელი ეროვნული კატეგორიის ლიცენზია – მაგალითად, "მერანსა" და "გურიას" არ აქვთ, მათ ლიცენზირების მეორე ინსტანცია არ გაუვლიათ და შესაბამისად, მესამე ცდაზეც ვეღარ შეიტანეს საჩივარი, რადგან უფლება არ ჰქონდათ. 

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 33
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.120098