26 წლის ფრანგი თავდამსხმელი კევინ გამეირო, რომელიც აქამდე პსჟ-ში გამოდიოდა, ოფიციალურად “სევილიას” ფეხბურთელი გახდა. ამის შესახებ ესპანური კლუბის ვებგვერდი იუწყება.
ფეხბურთელმა “სევილიაში” სამედიცინო შემოწმება წარმატებით გაიარა და ესპანელებთან 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. ამიერიდან მისი შეძენის მსურველ კლუბში 40 მილიონი ევროს გადახდა მოუწევს.
გამეირო “სევილიაში” შვედეთიდან ჩავიდა, სადაც პსჟ-სთან ერთად შეკრებას გადიოდა.