ბულგარეთის ყველაზე ტიტულოვანი საფეხბურთო კლუბის, სოფიას ცსკა-ს 23 წლის ფეხბურთელი – ორლინ ორლინოვი ძალიან უსიამოვნო სიტუაციაში მოხვდა. მისმა მეუღლემ, ცნობილმა მოდელმა კატრინა ვეჩევამ, რომელსაც მეტსახელად - “მის სილიკონს” ეძახიან, ორლინოვი ძალადობაში დაადანაშაულა. ვეჩევას განცხადებით, მეუღლე მას ორსულობის პერიოდშიც კი სცემდა.
მოდელი, ფეხბურთელთან ქორწინებას მისი ცხოვრების ყველაზე დიდ შეცდომად მიიჩნევს და ორლინს მთელი მისი ქონებისა და მათ შვილზე მამობრივი უფლების წართმევას უპირებს.
“ის ჰომოსექსუალია და ნახევარ სოფიასთან მღალატობდა. მასთან ყოფნა, ძალიან დიდი სირცხვილია ჩემთვის და მეტის მოთმენა აღარ შემიძლია” – აცხადებს გამძვინვარებული კატრინა.
ორლინ ორლინოვს, არატრადიციულ ორიენტაციაში პირველად როდი სდებენ ბრალს. ხმები გავრცელდა, რომ ის კლუბ “ჩავდარის” პრეზიდენტის - კრასიმირ კოსტოვის საყვარელი იყო.