როგორც მოსალოდნელი იყო, ნორვეგიის ქალაქ ტრომსოში დაწყებული საჭადრაკო ოლიმპიადის პირველ სათამაშო დღეს ორივე ქართულმა გუნდმა იოლად – 4:0 იმარჯვა. ქალები ყირგიზებს გაუსწორდნენ, ხოლო ვაჟებმა ნიგერიელები დაჯაბნეს.
საერთო ჯამში, პირველ ტურში სენსაციები არ დაფიქსირებულა და ყველა ფავორიტმა დამაჯერებლად გაიმარჯვა.
მეორე ტურში ქართველი ქალები თავისზე გაცილებით სუსტ
ასევე დიდი ანგარიშით გამარჯვებას ველით ვაჟებისგანაც. მათი მეტოქე მეორე ტურში მხედველობა დაქვეითებულ მოჭადრაკეთა გუნდი IBCA გახლავთ. ვაჟებიდან დღეს ითამაშებენ: ჯობავა, ფანცულაია, ნიგალიძე და შანავა.
შეგახსენებთ, რომ პარტიები თბილისის დროით 16.00 საათზე დაიწყება.
ცნობისთვის, ტურნირში 178 ქვეყნის საჭადრაკო გუნდი იღებს მონაწილეობას და შვეიცარული სისტემით 11 ტურად ტარდება. დროის კონტროლი სტანდარტულია – 90 წუთი/40 სვლაზე + 30 წუთი პარტიის ბოლომდე +30 წამიანი დამატებით პირველივე სვლიდან.
ყაიმზე შეთანხმება აკრძალულია 30 სვლამდე. საერთო გუნდურ გამარჯვებაზე 2 ქულა იწერება, ფრეზე – 1 და წაგება 0 ქულის ტოლფასია.
სათამაშო დღეებია: 2-6 აგვისტო; 8-12 და 14 აგვისტო. დასვენების დღეებია 7 და 13 აგვისტო; ბოლო მე-11 ტური სტარტს 13:00 საათზე აიღებს.
ქალთა ასპარეზობაზე 139 გუნდის 687 მოთამაშე ასპარეზობს და საუკეთესო ხუთეული შემდეგნიარად გამოიყურება:
ჩინეთი (2549)
ჰოუ იფანი (2661)
ჟაო ქსიუ (2559)
ჟუ ვენჟუნი (2508)
ტან ჟონგი (2468)
გუო ქი (2453)
რუსეთი (2520)
ლაჰნო (2540)
გუნინა (2524)
კოსტენიუკი (2531)
გირია (2484)
პოგონინა (2479)
უკრაინა (2510)
ა.მუზიჩუკი (2555)
მ.მუზიჩუკი (2530)
უშენინა (2487)
ჟუკოვა (2468)
გაპონენკო (2379)
საქართველო (2499)
ძაგნიძე (2550)
ხოტენაშვილი (2494)
ჯავახიშვილი (2478)
მელია (2475)
ბაციაშვილი (2435)
ინდოეთი (2421)
დრონოვალი (2521)
სადჩევი (2418)
კარავადე (2392)
გომესი (2352)
პადმინი (2318)
ვაჟებში 178 გუნდი და 884 მონაწილეა
საუკეთესო ხუთი გუნდი:
რუსეთი (2773)
კრამნიკი (2760)
გრიშუკი (2795)
სვიდლერი (2751)
კარიაკინი (2786)
ნეპომნიაში (2714)
უკრაინა (2723)
ივანჩუკი (2744)
პონომარიოვი (2717)
ელიანოვი (2723)
კორობოვი (2680)
მოისეენკო (2707)
საფრანგეთი (2719)
ვაშიე-ლაგრავი (2768)
ბაკრო (2720)
ფრესინე (2708)
ედუარდი (2680)
ტკაჩიოვი (2624)
სომხეთი (2705)
არონიანი (2805)
სარგისიანი (2686)
მოვსესიანი (2672)
აკოპიანი (2655)
კოტანჯიანი (2500)
უნგრეთი (2703)
ლეკო (2740)
ბალოში (2637)
ალმაში (2690)
რაპორტი (2704)
პოლგარი (2676)
23. საქართველო (2619)
ჯობავა (2713)
მჭედლიშვილი (2618)
ფანცულაია (2581)
ნიგალიძე (2542)
შანავა (2563)