“მილანის” ვიცე-პრეზიდენტმა ადრიანო გალიანიმ განაცხადა, რომ კლუბი ახალგაზრდული გუნდის მწვრთნელის – ფილიპო ინძაგის გაშვებას არ გეგმავს.
“სანამ აქ ვარ, ინძაგი “მილანს” არ დატოვებს. მას ჩვენთან კონტრაქტი 2016 წლამდე აქვს და ნებისმიერ შემთხვევაში დარჩება”, - განუცხადა გალიანიმ იტალიურ მედიას.
აღსანიშნავია, რომ იანვარში, “სასუოლო” ინძაგის მთავარი მწვრთნელის პოსტს სთავაზობდა, მაგრამ “მილანის” ხელმძღვანელობამ “სუპერპიპო” არ დათმო. რამდენადაც ცნობილია, ზაფხულში, კიდევ რამდენიმე იტალიური კლუბი სცდის ინძაგის ხელში ჩაგდებას.