ფეხბურთი

11:37 | 8.10.2013 | ნანახია [] - ჯერ

გალიანი: “მექსესი ძალიან ცუდად მოიქცა”

“მილანის” ვიცე-პრეზიდენტმა ადრიანო გალიანიმ ჟურნალისტებს უთხრა, რომ კლუბი ფილიპ მექსესის დისკვალიფიკაციის გაპროტესტებას არ აპირებს. იტალიის ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტმა ფრანგი მცველი “იუვენტუსთან” მატჩში ჯორჯო კიელინისთვის მუშტის ჩარტყმის გამო სერია A-ში 3 თამაშის გამოტოვებით დასაჯა. სანქციას ის ერთი მატჩიც ემატება, რომლის გაცდენაც მექსესს ორი ყვითელი ბარათის მიღების გამო ელოდა.

“დისციპლინარების მკაცრ სანქციას არ გავაპროტესტებთ, რადგან მექსესი მართლა ცუდად მოიქცა” – ციტირებს გალიანის სიტყვებს იტალიური პრესა.

დისკვალიფიცირებული ფეხბურთელი “მილანს” “უდინეზესთან”, “პარმასთან”, “ლაციოსთან” და “ფიორენტინასთან” მატჩებში ვერ დაეხმარება.

 

0.122795