ფეხბურთი

12:41 | 13.07.2014 | ნანახია [] - ჯერ

“გალათასარაის” ჯოვინკო და გომესი სურს

სტამბულის “გალათასარაი” შემადგენლობის გასაძლიერებლად ახალ ფეხბურთელებს იტალიის ჩემპიონატში ეძებს. იტალიური მედიის ცნობით, თურქებს სებასტიან ჯოვინკოსა და მარიო გომესის გადაბირება სურთ.

სტამბულელები განსაკუთრებით ფლორენციის “ფიორენტინას” ფორვარდ გომესს უმიზნებენ. ტრავმის გამო, გერმანელი ეროვნული ნაკრების განაცხადში ვერ მოხვდა და ბრაზილიაში ვერ გაემგზავრა. წარუმატებელი სეზონის გამო, გომესი კლუბის შეცვლას არ გამორიცხავს.

თავის მხრივ, ჯოვინკო ტურინში არცთუ კმაყოფილია და “გალათასარაიში” გადასვლის წინააღმდეგი არაა.

 

0.112653