სტამბულის “გალათასარაიმ” მთავარი მწვრთნელი რობერტო მანჩინი თანამდებობიდან გაათავისუფლა. ამ ინფორმაციას თურქული გრანდის ოფიციალური საიტი ადასტურებს.
სტამბულელთა ინფორმაციით, მხარეებმა მოქმედი კონტრაქტი ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე გაწყვიტეს. “გალათასარაის” ხელმძღვანელები მანჩინის მუშაობით უკმაყოფილონი დარჩნენ და მწვრთნელის შეცვლა გადაწყვიტეს. იტალიელის ხელმძღვანელობით, სტამბულელები უეფას ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფში გავიდნენ, მაგრამ ეროვნული ჩემპიონატის ოქროს მედლები “ფენერბახჩეს” დაუთმეს.
ცნობისათვის, მანჩინი “გალათასარაის” 30 სექტემბრიდან წვრთნიდა.