მადრიდის “რეალის” არგენტინელი ნახევარმცველი ანხელ დი მარია თურქული გრანდის, სტამბოლის “გალათასარაის” ინტერესთა სფეროში მოექცა.
რიგი თურქული და ესპანური გამოცემების ცნობით, 25 წლის ფეხბურთელი ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში სტამბოლელთა მთავარი სამიზნე იქნება.
ვარაუდობენ, რომ “რეალი” ანხელის შენარჩუნებას არ ეცდება. თავად ფეხბურთელიც მზადაა, რომ კლუბი გამოიცვალოს. მას შემდეგ, რაც “სამეფო კლუბმა” გარეთ ბეილი შეიძინა, დი მარიას იმდენი სათამაშო დრო აღარ აძლევა, რამდენიც მანამდე ჰქონდა და ნახევარმცველი ამით უკმაყოფილოა.
აღსანიშნავია, რომ “გალათასარაის” გარდა დი მარიას შეძენით ტურინის “იუვენტუსი” და “მონაკო” არიან დაინტერესებული. პრიმერა დივიზიონის მიმდინარე გათამაშებაში ჩატარებულ 17 მატჩში მან 2 გოლი გაიტანა.