“გრემიოს” 21 წლის მარცხენა მცველი ალექს ტელესი კარიერას სტამბოლის “გალათასარაიში” გააგრძელებს. თურქული კლუბის პრეს-სამსახურის ცნობით, ფეხბურთელის სატრანსფერო ფასი 6,15 მილიონი დოლარია და ამ თანხას “გრემიო” 4 წლის განმავლობაში, ნაწილ-ნაწილ მიიღებს. გარდა ამისა, ბრაზილიელებს დამატებითი თანხაც ჩაერიცხებათ, თუკი ტელესი თურქეთის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში, 15 ან მეტ შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას.
მხარეებმა 4,5-წლიანი კონტრაქტი გააფორმეს. საწყისი წელიწადნახევრის განმავლობაში ტელესის წლიური ხელფასი 1,3 მილიონი ევრო იქნება, შემდეგ კი 1,7 მილიონი.
გასულ სეზონში ალექს ტელესმა “გრემიოს” რიგებში 39 მატჩი ჩაატარა და თავი თითო გოლით და საგოლე პასით გამოიჩინა.