სტამბულის “გალათასარაი” იტალიური “რომადან” ნიკოლას ბურდისოს გადაბირებას ცდილობს. 32 წლის არგენტინელმა მცველმა თავად განაცხადა, რომ კლუბის შეცვლა სურს, რადგანაც “რომაში” სათამაშო პრაქტიკა, ფაქტობრივად არ გააჩნია. გარიგების სავარაუდო პირობები, ჯერჯერობით, არ ხმაურდება. მიმდინარე სეზონში ბურდისომ რომაული კლუბის მაისური მხოლოდ ხუთ მატჩში მოირგო.