თურქეთის ჩემპიონატის ფინალური სერიის პირველი მატჩი წარუმატებელი გამოდგა მანუჩარ მარკოიშვილის “გალათასარაისთვის”. ქართველი კალათბურთელის კლუბი სტამბულურ დერბიში “ფენერბაჰჩეს” ესტუმრა და დიდი ანგარიშით – 70:89 დამარცხდა.
მარკოიშვილმა მოედანზე 14 წუთი გაატარა და მისი მონაგარი 1 ქულა, 2 მოხსნა, 1 პასი და 1 ჩაჭრა იყო. მანუჩარმა 2 ორქულიანი და 4 სამქულიანი ააცილა, 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი ერთხელ დაკარგა და 2 პერსონალური ფოლი მიიღო.
5 ივნისს, ფინალური სერიის მე-2 მატჩს ისევ “ფენერბაჰჩე” უმასპინძლებს.