ნორვეგიის ნაკრებთან მოგებულ (1:0) ამხანაგურ მატჩში გატანილი ერთადერთი ბურთის ავტორმა უენი რუნიმ, ინგლისის ეროვნულ გუნდში თავისი მონაგარი 41 გოლამდე გაზარდა. ამის შესახებ Sky Sports-ი იუწყება.
რუნიმ ინგლისის ნაკრების საუკეთესო ბომბარდირთა სიაში მაიკლ ოუენს (40 გოლი) გაასწრო და მე-4 ადგილზე გადაინაცვლა. ჯერჯერობით პირველი ადგილი კვლავ ბობი ჩარლტონს (49) უკავია, მეორე პოზიციაზე გარი ლინეკერია (48), ხოლო მესამეზე – ჯიმი გრივსი (44).
რუნი, რომელმაც ინგლისის ნაკრებს უკაპიტნა, “უემბლიზე” გამართულ შეხვედრაში თავი 68-ე წუთზე გამოიჩინა, როდესაც პენალტი ზუსტად შეასრულა. აქვე გეტყვით, რომ რუნი ინგლისის ნაკრების ახალი კაპიტანია.