”მანჩესტერ იუნაიტედის” მცველის, რიო ფერდინანდის სატრფო ვიქტორია მური, რომელიც პროფესიით ჟურნალისტია და რიოს მიერ დაარსებულ ერთ-ერთ ბულვარულ ჟურნალს რედაქტორობს, თავისი შეძლებული სატრფო-საყვარლის დახმარებით ახალი ჟურნალის დაარსებას აპირებს. ვიქტორიას მიერ მოფიქრებული ჟურნალის კონცეფცია განსაკუთრებული იმით იქნება, რომ მურს გადაწყვეტილი აქვს, ჟურნალის პრიალა ფურცლებზე არამხოლოდ ცნობილი ქალების, არამედ ცნობილი მამაკაცების შიშველი სურათებიც დაბეჭდოს.
ერთიანად შიშველი მამაკაცები აქამდე მხოლოდ გეი-ჟურნალების მესვეურთ აინტერესებდათ, რადგან ცნობილია, რომ ქალისგან განხვავებით, სიმშვნიერებგამოჩენილი მამაკაცი ვულგარული და არაესთეტიური სანახავია (თუმცა ვისთვის როგორ) და აქამდე ”ყვითელ” ჟურნალებში დაბეჭდილ მამაკაცებს სულ მცირე, საწმერთული მაინც ეცვათ ხოლმე. ვიქტორია მური კი, როგორც ჩანს, სწორედ ამ მიდგომის გადახედვას აპირებს.
ახლა ყველას აინტერესებს, მოახერხებს თუ არა ვიქტორია მური იმდენს, რომ სხვა მამაკაცებთან ერთად, რიო ფერდინანდიც დაითანხმოს კამერის წინ შიშვლად პოზიორობაზე. ინგლისში ფიქრობენ, რომ ვიქტორიას ”ალისფერი ეშმაკი” ისე მყარად ჰყავს გამოჭერილი, რომ ალექს ფერგიუსონის შეგირდმა შესაძლებელია, არც გაშიშვლებაზე დაიხიოს უკან.