ფეხბურთი

21:36 | 12.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

გაირკვა: გრაიციარი მძიმედ დაშავდა

 

თბილისის “დინამოს” ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, 29 წლის ნახევარმცველს პეტერ გრაიციარს დეტალური სამედიცინო გამოკვლევის შემდეგ, წინა ჯვარედინი იოგის დაზიანება აღენიშნება, რაც იმას ნიშნავს, რომ სლოვაკს მინდორზე დაბრუნებამდე საკმაო დრო გაუცდება.

გრაიციარი მოსკოვის “დინამოსთან” ამხანაგურ მატჩში დაშავდა და მოედნიდან საკაცით გაიყვანეს. დინამოელთათვის ევროთასების დაწყების წინ, ეს მნიშვნელოვანი დანაკლისია.

 

0.117674