ჭადრაკი

15:37 | 28.05.2013 | ნანახია [] - ჯერ

გაგუნაშვილმა პირველობა გაინაწილა

ქართველმა მოჭადრაკე მერაბ გაგუნაშვილმა (2592) წარმატებით იასპარეზა ინდოეთის ქალაქ ოდიშაში დასრულებულ 5th KiiT International Chess Festival – 2013-ზე.

ქართველმა დიდოსტატმა ათ ტურში 8.0 ქულა მოაგროვა და პირველობა ტაჯიკ ფარუხ ამონატოვთან (2616) ერთად გაინაწილა, დამატებითი მაჩვენებლებით კი მე-2 ადგილი დაიკავა. შედეგად, გაგუნაშვილმა საკუთარ ელო-რეიტინგს 17 პუნქტი შემატა.

7.5 ქულით სომეხ ზავენ ანდრიასიანთან (2608) III-IV ადგილები გაიყო ლევან ფანცულაიამ (2563), შეჯიბრის მესამე ქართველი მონაწილე მიხეილ მჭედლიშვილი (2645) კი 7.0 ქულით მეშვიდე პოზიციაზე გავიდა. 

0.120895