სხვა

17:11 | 11.11.2013 | ნანახია [] - ჯერ

გაგამარუს პირველი მარცხი

ქართველმა გოლიათმა თეიმურაზ ჯუღელმა იგივე გაგამარუმ ფუკუოკაში დაწყებულ ნოემბრის სუპერტურნირზე პირველი მარცხი განიცადა. დასავლეთის მე-13 მაეგაშირას წოდების მქონე გაგამარუ აღმოსავლეთის მე-14 მაეგაშირა კიოკუშუჰოს დაუპირისპირდა და შიტატენაგეთი წააგო. 25 წლის მონღოლმა ერთი წლით უფროს ქართველს მარცხენამხრიანი დგომის დროს აჯობა.

ჯუღელს თითო მოგება და მარცხი გააჩნია, კიუშიუ ბაშოს მე-3 დღეს კი ძალებს დასავლეთის მე-10 მაეგაშირა კოტიუკისთან მოსინჯავს, რომელთანაც ერთადერთი შერკინება ჩაუტარებია და ისიც წაგებული აქვს.

ნოემბრის სუპერტურნირის ფავორიტთაგან დაუმარცხებლად ასპარეზობენ იოკოძუნები – ჰაკუჰო და ჰარუმაფუჯი და ოძეკი – კისენოსატო.

 

ნოემბრის ბაშოს მე-2 დღის მიმოხილვა

http://www.youtube.com/watch?v=LKGyxG5kDes#t=0

0.121236