სხვა

16:31 | 17.11.2013 | ნანახია [] - ჯერ

გაგამარუს ოთხი-ოთხზე და დაუმარცხებელი იოკოძუნები

აღმოსავლეთის მე-7 მაეგაშირა ტოიოჰიბიკისთან კოტენაგეთი მარცხის კვალად, ქართველმა სუმოისტმა თეიმურაზ ჯუღელმა იგივე გაგამარუმ აღმოსავლეთის მე-15 მაეგაშირა შოტენროს ჰატაკიკომით სძლია და ისევ თანაბარ ბალანსზე (4 მოგება, 4 მარცხი) გავიდა.

203-კილოგრამი წონის მქონე ქართველმა გოლიათმა “ციური მგელი” ჯერ ბიძგით მოიშორა, შემდეგ კი გადამწყვეტი იერიში განახორციელა. შეგახსენებთ, რომ გაგამარუ კიუშიუ ბაშოზე დასავლეთის მე-13 მაეგაშირას წოდებით ირჯება და სატიტულო წინსვლისთვის აუცილებლად დადებითი ბალანსის (კაჩი-კოში) დაფიქსირება სჭირდება.

ჯუღელის მომდევნო მოწინააღმდეგე რანგით მე-2 ძურიოს დივიზონის ბინადარი მონღოლი კაგამიო იქნება, რომელსაც ქართველი სეკიტორი კარიერაში პირველად გაეჯიბრება.

როგორც მოსალოდნელი გახლდათ, “იმპერატორის თასისთვის” ბრძოლაში უმთავრეს კონკურენტებად ჰაკუჰო და ჰარუმაფუჯი რჩებიან. მონღოლ იოკოძუნათა აქტივში 8-8 მოგებაა. ნოემბრის სუპერტურნირის დასრულებამდე 7 დღეა დარჩენილი.

0.131357