ფუკუოკაში მიმდინარე ნოემბრის სუპერტურნირზე ქართველმა სუმოისტმა თეიმურაზ ჯუღელმა იგივე გაგამარუმ მე-5 გამარჯვება იზეიმა და ისევ დადებით ბალანსზე (კაჩი-კოში) გასვლა მოახერხა.
გაგამარუმ, რომელიც კიუშიუ ბაშოს დასავლეთის მე-13 მაეგაშირას წოდებით შეხვდა, რანგით მე-2 ძურიოს დივიზიონის ბინადარ კაგამიოს შანსი არ დაუტოვა და ოშიტაოშით სძლია.
ქართველი გოლიათის მომდევნო მოწინააღმდეგე მონღოლი ტამავაში (დასავლეთის მე-11 მაეგაშირა) იქნება, რომელთანაც ჩვენებურს წარუმატებელი ბალანსი (1 მოგება-7 მარცხი) გააჩნია.
უკვე ცხადია, რომ “იმპერატორის თასს” ერთმანეთში რიგით 69-ე და 70-ე იოკოძუნები – ჰაკუჰო და ჰარუმაფუჯი გაითამაშებენ. მონღოლ სეკიტორთა აქტივში 9-9 მოგებაა.