სხვა

20:41 | 14.03.2014 | ნანახია [] - ჯერ

გაგამარუს მე-4 მარცხი

იაპონიის ქალაქ ოსაკაში მიმდინარე მარტის სუპერტურნირზე გაგამარუს შიკონათი ცნობილი თეიმურაზ ჯუღელი ისევ უარყოფითი ბალანსის ამარა რჩება.

დასავლეთის მე-9 მაეგაშირას წოდებით მოასპარეზე ქართველი გოლიათი ამჯერად დასავლეთის მე-6 მაეგაშირა ტაკეკაძეს დაუპირისპირდა და ოშიდაშით დამარცხდა. შედეგად, 2 მოგების წილ 4 წაგება მოუგროვდა.

ტურნირის მე-7 დღეს გაგამარუ აღმოსავლეთის მე-5 მაეგაშირა ჩიიოოტორის გაეჯიბრება, რომელთან ურთიერთშეხვედრებშიც თანაბარი ბალანსი (1 მოგება, 1 მარცხი) გააჩნია.

ჰარუ ბაშოს სათავეში კვლავაც 3 დაუმარცხებელი სეკიტორი რჩება. მონღოლ იოკოძუნებს – ჰაკუჰოს და ჰარუმაფუჯის და 22 წლის ეგვიპტელ ოსანარაასის (აღმოსავლეთის მე-11 მაეგაშირა) უკვე 6-6 მოგება მოუგროვდათ.

მარტის ბაშოს მე-6 დღის მიმოხილვა

http://www.youtube.com/watch?v=5iUnqnjrS4A

0.3099