ქართველმა სუმოისტმა თეიმურაზ ჯუღელმა იაპონიის ქალაქ ოსაკას ბაშოზე ასპარეზობა “მძიმედ” დაიწყო – მის ანგარიშზე უკვე 2 მარცხია.
ჰარუ ბაშოს მე-2 დღეს დასავლეთის მე-9 მაეგაშირას წოდებით მოასპარეზე გაგამარუ დასავლეთის მე-8 მაეგაშირა კიოკუტენჰოს დაუპირისპირდა და შიტატედაშინაგეთი წააგო.
ფავორიტთაგან დაუმარცხებლად ასპარეზობენ იოკოძუნები ჰარუმაფუჯი და ჰაკუჰო და ოძეკები კისენოსატო და კაკურიუ, ხოლო ოძეკი კოტოშოგიკუმ პირველი მარცხი განიცადა.
მე-3 ტურში ჯუღელის მოწინააღმდეგე დასავლეთის მე-10 მაეგაშირა ტერუნოფუჯი იქნება.
10 მარტსვე, რანგით მე-3 მაკუშიტა დივიზიონში მე-2 ორთაბრძოლას ჩაატარებს 55-ე ნომრად მიჩნეული ტოჩინოშინი. ლევან გორგაძე, რომელიც ტრავმიანობის შემდეგ, იერარქიულ წინსვლას თავიდან იწყებს, 57-ე რეიტინგის მქონე ჰაკუიოზანთან გამართავს.
მარტის ბაშოს მე-2 დღის მიმოხილვა
http://www.youtube.com/watch?v=-MadDhtpy-w#t=0