სხვა

14:44 | 11.03.2014 | ნანახია [] - ჯერ

გაგამარუმ ნავსი გატეხა, ტოჩინოშინი დაუმარცხებელია

თეიმურაზ ჯუღელმა იგიგე გაგამარუმ, რომელიც ელიტარულ მაკუუჩი დივიზიონში შემორჩენილი ერთადერთი ქართველი სუმოისტია, იაპონიის ქალაქ ოსაკაში მიმდინარე მარტის ბაშოზე პირველი გამარჯვება იზეიმა.

დასავლეთის მე-9 მაეგაშირას წოდებით მოასპარეზე გაგამარუმ 2 მარცხის შემდეგ მობილიზება მოახერხა და დასავლეთის მე-10 მაეგაშირა ტერუნოფუჯის ოშიდაშით სძლია.

ჰარუს ბაშოს მე-4 დღეს ქართველი გოლიათის პირისპირ აღმოსავლეთის მე-11 მაეგაშირა ოსუნაარასი დადგება, რომელსაც ზურგს სამი გამარჯვება უმაგრებს. მის გარდა, ლიდერთა შორის იოკოძუნები ჰარუმაფუჯი და ჰაკუჰო და ოძეკი კისენოსატოც იმყოფებიან.

რანგით მე-3 დივიზიონ მაკუშიტაში მე-2 მოგება მიითვალა დასავლეთის 55-ე რეიტინგის მქონე ტოჩინოშინმა. ლევან გორგაძემ 57-ე განთესვის მქონე ჰაკუიოძანს იორიკირით სძლია. მომდევნო ტურში ტოჩინოშინს დასვენების დღე ექნება.

მარტის ბაშოს მე-3 დღის მიმოხილვა

http://www.youtube.com/watch?v=67Wj0lJKbjM#t=0

0.12268