სხვა

22:29 | 22.09.2013 | ნანახია [] - ჯერ

გაგამარუმ მდგომარეობა გამოასწორა

გაგამარუს შიკონათი ცნობილ ქართველ სუმოისტ თეიმურაზ ჯუღელს სექტემბრის ბაშოს 5 დღის თავზე ერთადერთი გამარჯვება ჰქონდა, თუმცა, გამოფხიზლება დროზე მოახერხა, ზედიზედ 3 მოგება იზეიმა და თანაბარი ბალანსი (4 მოგება, 4 მარცხი) გაუხდა.

ტოკიოს “რიოგოკუ კოკუგიკანში” მიმდინარე სუპერტურნირის მე-7 დღეს გაგამარუმ აღმოსავლეთის მე-15 მაეგაშირა ვაკანოსატო ოკურიდაშით დაამარცხა, მე-8 დღე ანუ ნაკაბის კი აღმოსავლეთის მე-13 მაეგაშირა ენდოს ოშიტაოშით სძლია.

ქართველი გოლიათის შემდეგი მეტოქე აღმოსავლეთის მე-7 მაეგაშირა არანი იქნება. გაგამარუ რუს სეკიტორს კარიერაში 7-ჯერ გადაჰყრია და მინიმალური უპირატესობა აქვს 4:3.

შეგახსენებთ, რომ ჯუღელი ტოკიოს ბაშოზე აღმოსავლეთის მე-9 მაეგაშირას წოდებით ირჯება და იმისთვის, რომ რეიტინგული წინსვლა განიცადოს, 15-დან მინიმუმ 8 ორთაბრძოლის მოგება სჭირდება.

გასული დღეების თავზე კვლავაც დაუმარცხებელია მონღოლი იოკოძუნა ჰაკუჰო. შესაბამისად, მის აქტივში 8 გამარჯვებაა. 7 მოგება გააჩნია ოძეკი კისენოსატოს, შემდეგ კი 6-6 წარმატებული ბრძოლით იოკოძუნა ჰარუმაფუჯი, ოძეკი კაკურიუ და დასავლეთის მე-8 მაეგაშირა იოშიკაძე მოდიან.

0.122973