სხვა

17:52 | 12.03.2014 | ნანახია [] - ჯერ

გაგამარუმ ეგვიპტელთან წააგო, დაუმარცხებელი ხუთია

იაპონიის ქალაქ ოსაკაში მიმდინარე მარტის სუპერტურნირის 4 დღის თავზე დაუმარცხებელი 5 სეკიტორიღა დარჩა. ლიდერები ოძეკები – ჰაკუჰო და ჰარუმაფუჯი, ოძეკი კისენოსატო, სეკივაკე გოეიდო და აღმოსავლეთის მე-11 მაეგაშირა ოსუნაარასი არიან.

სამწუხაროდ, ცუდად მისდის საქმეები ელიტარულ მაკუუჩი დივიზიონში მოასპარეზე ერთადერთ ქართველ სუმოისტ თეიმურა ჯუღელს, რომელსაც დასავლეთის მე-9 მაეგაშირას წოდება გააჩნია.

გაგამარუს შიკონათი ცნობილი ქართველი გოლიათი ამჯერად სწორედ ხსენებულ ეგვიპტელ ოსუნაარასის დაუპირისპირდა და უვატენაგეთი წააგო. ჯუღელს აქტივში ერთადერთი გამარჯვება რჩება, პასივში კი უკვე 3 წაგებაა.

ჰარუ ბაშოს მე-5 დღეს ჯუღელის პირისპირ აღმოსავლეთის მე-7 მაეგაშირა ტოიოჰიბიკი დადგება, რომელთანაც თეიმურაზს მინიმალური უარყოფითი ბალანსი გააჩნია – 3:4.

ხუთშაბათსვე საქმეში ვიხილავთ ლევან გორგაძეს იგივე ტოჩინოშინს, რომელიც ტრავმიანობის შემდეგ ელიტაში დაბრუნებას რანგით მე-3 დივიზიონ მაკუშიტადან ცდილობს. 55-ე ნომრად განთესილ ტოჩინოშინს უკვე 2 გამარჯვება აქვს, მე-3 ორთაბრძოლა კი 57-ე რეიტინგოსან კეიტენკაისთან ელის.

მარტის ბაშოს მე-4 დღის მიმოხილვა

http://www.youtube.com/watch?v=GpB56RPAA8Y

0.11878