ტოკიოს ბაშოს მე-11 დღეს ქართველი სუმოისტი თეიმურაზ ჯუღელი იგივე გაგამარუ დასავლეთის მე-16 მაეგაშირა ტამავაშის გაეჯიბრა და ოშიდაშით დამარცხდა.
აღსანიშნავია, რომ თეიმურაზს მოწინააღმდეგე დოჰიოს რკალთან ჰყავდა მიყვანილი, თუმცა, ბოლო მიძალება ვეღარ განახორციელა და საპასუხო ილეთს წამოეგო. ცნობისთვის, გაგამარუმ ტამავაშისთან რვიდან მე-7 შერკინება წააგო.
ამგვარად, მცირე პაუზის შემდეგ, ქართველი გოლიათი ისევ უარყოფით ბალანსს დაუბრუნდა. ახლა, გაგამარუს აქტივში 5 მოგებაა, პასივში კი – 6 მარცხი.
სექტემბრის სუპერტურნირზე ჯუღელი აღმოსავლეთის მე-9 მაეგაშირას წოდებით ირჯება და სატიტულო წინსვლისთვის დარჩენილი 4 ბრძოლიდან მინიმუმ სამის მოგება სჭირდება. გაგამარუს შემდეგი მოწინააღმდეგე აღმოსავლეთის მე-5 მაეგაშირა ტოკიტენკუ იქნება.
გასული დღეების თავზე, ტოკიოს ტურნირს 10 მოგებით იოკოძუნა ჰაკუჰო ლიდერობს, რომელსაც თითო გამარჯვებით ასევე მონღოლი იოკოძუნა ჰარუმაფუჯი და ოძეკი კისენოსატო ჩამორჩებიან.
სექტემბრის ბაშოს მე-11 დღის მიმოხილვა
http://www.youtube.com/watch?v=XQeH5jREUbQ&feature=player_embedded#t=0