ლიხტენშტეინის ქალაქ ტრიესენში დასრულებულ მამაკაც-სენიორთა საერთაშორისო ტურნირში ბრწყინვალედ იასპარეზა მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონმა ნონა გაფრინდაშვილმა.
მან 9-დან 6.5 ქულით პირველობა გაინაწილა, ხოლო დამატებითი მაჩვენებლებით კი პირველი სამეული შემდეგნაირად დაკომპლექტდა. 1. ნონა გაფრინდაშვილი (2299), 2. ლასლო ეპერჟეში (უნგრეთი, 2179), 3. კრისტოფ ფრიკი (გერმანია, 2244).
ცნობისთვის, გაფრინდაშვილმა 4 პარტია მოიგო, 5 კი ყაიმით დაასრულა.