ჭადრაკი

16:20 | 12.03.2014 | ნანახია [] - ჯერ

გაფრინდაშვილის სამიდან სამი!

შესანიშნავი შედეგით – 3 ქულა 3 შესაძლებლობიდან პირველობას ინაწილებს პორტუგალიაში მიმდინარე ვეტერანთა ევროპის ჩემპიონატზე მსოფლიოს მრავალგზის ჩემპიონი ნონა გაფრინდაშვილი (2304).

65+'შეჯიბრის მე-3 ტურში გაფრინდაშვილმა   ლარისა სავოსტინა (რუსეთი, 1595) დაამარცხა და 3 ქულით ვალენტინა კოზლოვსკაიასთან (რუსეთი, 2169) ერთად  ინაწილებს პირველობას.

დანარჩენი ქართველი მონაწილეების ტექნიკური შედეგები:

3. ციალა ქასოშვილი (2112) – 2 ქულა (+50)

8. ნინო გურიელი (2329) – 1 ქულა (+50)

4. ზურაბ სტურუა (2524) – 2.5 ქულა (50+)

9. თამარ ხმიადაშვილი (2083) – 0.5 (+65)

შეგახსენებთ, რომ ევროპის ჩემპიონატზე კლასიკური პარტიები 17 მარტამდე გასტანს, 18-20 მარტს რაპიდში შეჯიბრი გახლავთ დაგეგმილი, 21-ში კი ბლიცია დანიშნული.

0.116852