ევრო-2016-ის შესარჩევი მატჩი გერმანიასა და საქართველოს შორის, 2015 წლის 11 ოქტომბერს ქალაქ ლაიპციგში გაიმართება. ამის შესახებ ჯერ კიდევ თვენახევრის წინ დაიწერა “მსოფლიო სპორტზე”, ამჯერად კი დამტკიცდა, რომ შეხვედრა ლაიპციგში ჩატარდება: “რედ ბულ არენაზე”, რომელიც 42900 მაყურებელს იტევს.
ლაიპციგის სტადიონმა 2006 წლის მუნდიალის 5 მატჩსაც უმასპინძლა. ლაიპციგი ყოფილი გდრ-ის ტერიტორიაზეა.
გერმანიის ეროვნულმა ნაკრებმა ბოლოს 2012 წელს ითამაშა “რედ ბულ არენაზე” და ისრაელს ამხანაგურში 2:0 სძლია.