მადრიდის “რეალის” გარემარბი ანხელ დი მარია სეზონის ბოლომდე “სანტიაგო ბერნაბეუზე” ითამაშებს, შემდეგ კი, დიდი ალბათობით, კლუბს შეიცვლის. Marca-ს ცნობით, მხარეებმა ისაუბრეს და გადაწყვიტეს, რომ არგენტინელი იანვრის სატრანსფერო სეზონში კლუბს არ შეიცვლის.
25 წლის ნახევარმცველის გადაბირებით “მონაკო” იყო დაინტერესებული. გარდა ამისა, დი მარია რამდენიმე ინგლისურ კლუბსაც სურდა.
ცნობისათვის, ესპანეთის პრიმერა დივიზიონის მიმდინარე გათამაშებაში, დი მარიამ 15 მატჩი ჩაატარა და 2 გოლი მიითვალა.