ფეხბურთი

14:47 | 10.12.2013 | ნანახია [] - ჯერ

გადაწყდა: ანანიძე და ძიუბა "როსტოვში" დარჩებიან

 

"როსტოვისა" და "სპარტაკის" ხელმძღვანელთა შეხვედრაზე გადაწყვიტეს, რომ ჯანო ანანიძე და არტიომ ძიუბა სეზონის ბოლომდე დონისპირულ კლუბში დარჩებიან. ეს "სპორტ-ექსპრესის" ინფორმაციაა. როგორც იცით, ისინი განათხოვრებულნი არიან "სპარტაკიდან" და იყო ვარაუდი, რომ მოსკოველები ამ ზამთარსვე უკან დაიბრუნებდნენ, თუმცა ასე არ მოხდება.

15 მატჩი, 1 გოლი, 7 საგოლე პასი – ასეთია ანანიძის მონაგარი პრემიერლიგის ამ სეზონში.


0.113429