ფეხბურთი

12:04 | 21.04.2014 | ნანახია [] - ჯერ

“გადარეული” მარსელო “მარსელს” გაწვრთნის

ცნობილი არგენტინელის სპეციალისტ, მარსელო ბიელსა მომავალი სეზონიდან ფრანგულ “მარსელს” გაწვრთნის. ამის შესახებ ავტორიტეტული ფრანგული გამოცემა L'Equipe იუწყება.

კლუბის პრეზიდენტ ვენსან ლაბრიუნის თქმით, მხარეები უკვე შეთანხმდნენ და ახლა მხოლოდ იურიუდიულ დეტალებს აზუსტებენ.

ბიელსა, რომელსაც მეტსახელად “გადარეული” შეარქვეს, ბოლოს ესპანურ ბილბაოს “ატლეტიკს” (2011-2013) თავკაცობდა. მას კარიერის მანძილზე არგენტინისა (1998-2004) და ჩილეს (2007- 2011) ნაკრებები გაუწვრთნია. 

 

0.114241